15:26 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-11 14:32:12, 685 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - გიორგი გახარია აბსოლუტურად სხვა ლიგაში თამაშობს

გახარია აბსოლუტურად სხვა ლიგაში თამაშობს, - ამის შესახებ დედალაქის მერმა, კახა კალაძემ პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებლისა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევასთან დაკავშირებით განაცხადა.

კალაძის თქმით, გიორგი გახარიას ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვს.

„გიორგი გახარია აბსოლუტურად სხვა ლიგაში თამაშობს. საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს. მას ძალიან ბევრი აქვს ჯერ კიდევ სამუშაო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კითხვაზე - უღალატა თუ არა გიორგი გახარიამ „ქართულ ოცნებას“ კალაძემ უპასუხა:

„რა თქმა უნდა, ეს ღალატია, როდესაც ისეთ რთულ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაც იყო, მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო. ვფიქრობ, საზოგადოებამ შეაფასა ეს ყველაფერი და არჩევნებზე ყველას გასცა შესაბამისი პასუხი. ასე იქნება მომავალშიც. საქართველოში არ უყვართ მოღალატეები“, - დასძინა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 10 იანვარს პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ და საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მზადაა „ქართული ოცნების“ ახალარჩეული საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დებატებში გამოწვიოს. 

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს დებატებისთვის ნებისმიერ ფორმატში შეხვდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics