|
2024-01-11 10:29:53, 625 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი ესტონეთში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ესტონეთის დედაქალაქ ტალინს ეწვივნენ. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი X-ზე [ყოფილ Twitter-ზე] წერს და ვიზიტის ამსახველ ფოტოსაც აქვეყნებს. "დიდი პატივია, მივესალმო ჩვენს კარგ მეგობრებსა და მოკავშირეებს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და დმიტრო კულებას, ტალინში. ჩვენ ვგზავნით ძლიერ შეტყობინებას და უკრაინას ვუდასტურებთ, რომ ესტონეთი მყარად დგას მათ გვერდით, ჩვენ ერთად მოვიგებთ ამ ომს!"- წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში. ვიზიტის ფარგლებში უკრაინული დელეგაცია ესტონეთის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს შეხვდება. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გუშინ, 10 იანვარს ლიეტუვაში ჩავიდა. ზელენსკი ვილნიუსში ქვეყნის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას შეხვდა. ცნობილია, რომ ესტონეთიდან უკრაინის პრეზიდენტი ლატვიას ესტუმრება.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)