21:24 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-10 17:45:05, 636 ნახვა

მსოფლიო
AP - „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებების ახალი ეტაპი ეგვიპტეში გაიმართება

ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებების ახალი ეტაპი ეგვიპტეში გაიმართება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ეგვიპტის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, მოლაპარაკებების ჩასატარებლად, კაიროში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და ისრაელის დელეგაცია უკვე ჩავიდნენ.

შეგახსენებთ, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 4-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 24 ნოემბერს ამოქმედდა. მანამდე, 21 ნოემბერს, ორ მხარეს შორის გაიმართა მოლაპარაკება, რომლის მიხედვითაც, 4 დღის განმავლობაში, 50 მძევალი 150 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ უნდა გათავისუფლებულიყო.

მას შემდეგ, რაც ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა, ტერორისტული დაჯგუფების მიერ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორში გატაცებული მძევლებისა და ისრაელის მიერ პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების რამდენიმე რაუნდი შედგა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics