|
2024-01-09 23:39:15, 908 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გეი პრემირ-მინისტრი ჰყავს
მინისტრთა კაბინეტის სადავეები საფრანგეთის ახალმა პრემიერმა აიღო. პარიზში გამართული ცერემონიის დროს გაბრიელ ატალმა შეცვალა ელიზაბეტ ბორნი. გაბრიელ ატტალი, 34 წლის, ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრია ქვეყნის ისტორიაში და პირველი ღიად გეი მამაკაცი. მან პირობა დადო, რომ უპირატესობას ახალგაზრდობას მიანიჭებდა. "ამაზე საუბრობდნენ ბოლო საათებში, მე წავიკითხე და მოვისმინე: რესპუბლიკის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი ისტორიაში ნიშნავს ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ მინისტრს ისტორიაში. მე მინდა ვნახო ამაში მხოლოდ სიმამაცისა და მოძრაობის სიმბოლო. ეს არის ასევე ახალგაზრდებისადმი ნდობის სიმბოლო, თაობა, რომელიც იმსახურებს ბრძოლას შეუსვენებლად." -აღნიშნა ატალმა. ანალიტიკოსები პრეზიდენტ მაკრონის მიერ მთავრობის მეთაურის შეცვლას განიხილავენ, როგორც მცდელობას, დაუპირისპირდეს ულტრამემარჯვენეებს საფრანგეთში, რომელიც პოპულარობას იძენს ივნისის ევროპარლამენტის არჩევნების წინ. ემანუელ მაკრონი იმედოვნებს, რომ ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი დაეხმარება მას შემდგომი პოლიტიკური რეფორმების გატარებაში მისი პრეზიდენტობის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში. ატალი სამოქალაქო ქორწინებაში ცხოვრობს სტეფან სეჟურნესთან, ევროპარლამენტის წევრთან მაკრონისტური პარტიიდან "რესპუბლიკა მარშით!" (ახლა - "რენესანსი").
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)