|
2024-01-08 18:08:43, 853 ნახვა
მსოფლიო
ნეთანიაჰუ - ისრაელი ჩრდილოეთში უსაფრთხოების აღსადგენად ყველაფერს გააკეთებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ჯარისკაცებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. როგორც ნეთანიაჰუმ სამხედროებთან შეხვედრისას განაცხადა, ისრაელი ჩრდილოეთში უსაფრთხოების აღსადგენად ყველაფერს გააკეთებს. "ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩრდილოეთში უსაფრთხოება აღვადგინოთ და თქვენს ოჯახებს, რადგან ბევრი თქვენგანი ადგილობრივია, სახლში უსაფრთხოდ დაბრუნების საშუალება მივცეთ. იცოდეთ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. რა თქმა უნდა, გვირჩევნია ეს ფართო სამხედრო კამპანიის გარეშე გაკეთდეს, მაგრამ ხელს ვერაფერი შეგვიშლის. ჩვენ მათ იმის მაგალითი ვაჩვენეთ, რა ემართებათ მათ მეგობრებს სამხრეთში, მსგავსი რამ მოხდება აქ, ჩრდილოეთშიც. ჩვენ უსაფრთხოების აღსადგენად ყველაფერს გავაკეთებთ", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)