18:33 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-08 16:32:24, 1284 ნახვა

საზოგადოება
აზარაშვილი - მიმდინარე წელს, სრულად უზრუნველვყოფთ მოსახლეობას ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით

მიმდინარე წელს, სრულად უზრუნველვყოფთ ჩვენს მოსახლეობას ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ განაცხადა. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ფარმაცევტულ რეფორმაზე მუშაობისას, საერთაშორისო ექსპერტებმა რეკომენდაცია გასცეს, რეფერენტული ფასწარმოქმნა, ძვირადღირებულ ონკოლოგიურ მედიკამენტებს არ შეხებოდა და სახელმწიფოს, პირდაპირი მოლაპარაკებების გზით, უშუალოდ მწარმოებლებისგან შეესყიდა. 

„უკვე კონკრეტული და ხელშესახები შედეგები გვაქვს, მნიშვნელოვნად ვზოგავთ სახელმწიფო ბიუჯეტს და ამან შესაძლებლობა მოგვცა, რომ მიმდინარე წელს, სრულად უზრუნველვყოთ  ონკოლოგიური პაციენტები მედიკამენტებით. რაც შეეხება ქრონიკულ მედიკამენტებს, ასევე, სრულად უზრუნველვყოფთ ჩვენს მოქალაქეებს. ეს, დაახლოებით, 400 000 ადამიანს შეეხება. შესაბამისი ბიუჯეტი და პროცედურული ნაწილი უკვე დასრულებულია და მიმდინარე თვიდან ამას შევძლებთ“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. 

ჯანდაცვის მინისტრმა კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა, რომელმაც 5 ფარმაცევტული კომპანია, შეთანხმებული ქმედების გამო, 53 მილიონამდე ლარით დააჯარიმა. 

„ფაქტი საკმაოდ ცხადი და მკაფიოა. კონკრეტულად ვხედავთ, კომპანიებს შორის შეთანხმებულ ქმედებებს, რაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ იყო მიმართული. ისინი ხელოვნურად გაზრდილი ფასებით, ცდილობდნენ, ბიუჯეტიდან მომხდარიყო გაცილებით მეტი თანხის გადახდა. მედიკამენტები, ზოგ შემთხვევაში 3-ჯერ, 4-ჯერ იყო  გაძვირებული და სამწუხაროდ, პაციენტები რჩებოდნენ წამლების გარეშე, რადგან ნაადრევად ხდებოდა ლიმიტების ამოწურვა. ასეთი მკაცრი რეაგირების შემდეგ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მსგავსი ფაქტი, ჩვენს ქვეყანაში აღარ განმეორდება. თუმცა, მაქსიმალურად ყურადღებით ვართ. სპეციალური ბაზებიც გვაქვს შექმნილი, ყოველდღიურად ვუწევთ მონიტორინგს როგორც ონკოლოგიურ, ისე ყველა სხვა მედიკამენტის ბრუნვას ფარმაცევტულ ბაზარზე, მათ ნაშთებს, რათა არ მოხდეს ბაზარზე ხელოვნური დეფიციტის შექმნა“, - განახადა აზარაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარია - ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics