13:11 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-08 15:33:16, 1923 ნახვა

ომი უკრაინაში
ზალუჟნი - რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე თავდასხმისთვის 51 რაკეტა და 8 დრონი გამოიყენეს

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე თავდასხმისთვის 51 რაკეტა და 8 დრონი  გამოიყენეს, - აღნიშნულის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი Telegram-ზე წერს.

ზალუჟნის თქმით, ოკუპანტებმა ფრთოსანი, ბალისტიკური, მართვადი საჰაერო რაკეტები და „შაჰიდის“ ტიპის დრონები გამოიყენეს.

"ჩვენმა დამცველებმა „შაჰიდის“ ტიპის 8 უპილოტო საფრენი აპარატი და Х-101/Х-555/Х-55 ტიპის 18 ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს", - წერს ზალუჟნი.

მისივე თქმით, რუსმა ოკუპანტებმა რაკეტები და დრონები ხარკოვის, დნიპროს, ზაპოროჟიესა და ხმელნიცკის მიმართულებით გაუშვეს.

ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა დღეს, დნეპროპეტროვსკი, ხარკოვი და კრივოი როგი დაბომბეს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბიზნესმენი რესან ქიქავა: ბიზნესმენს წაერთვა აზრის გამოხატვის თავისუფლება
პენცენტრი: ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ქართველ პოეტს, ზვიად რატიანს
პოეტი ზვიად რატიანი სასჯელს მკაცრი რეჟიმის პირობებში მოიხდის
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics