22:35 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-08 12:47:29, 968 ნახვა

მსოფლიო
ირანელი ქალი ჰიჯაბის გაკეთებაზე უარის გამო 74-ჯერ გაამათრახეს

ირანელი ქალი როია ჰაშმატი ჰიჯაბის გაკეთებაზე უარის გამო 74-ჯერ გაამათრახეს.

33 წლის ჰაშმატს გამათრახება მას შემდეგ მიუსაჯეს, რაც ჰიჯაბის გარეშე დედაქალაქ თეირანში, რამდენიმე საჯარო ადგილას გამოჩნდა.

"მისი სასჯელი საჯარო მორალის დარღვევისთვის - 74-ჯერ გამათრახება კანონის და შარიათის შესაბამისობაშია", - წერია ირანულ გვერდზე Mizan Online. 

გამათრახების გარდა, ჰაშმატს ჯარიმის სახით 12 მილიონი რიალის გადახდაც დაეკისრა.

ირანში, 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ, ყველა ქალი ვალდებულია, კისერი და თავი დაფარული ჰქონდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics