|
2024-01-08 10:26:54, 916 ნახვა
საზოგადოება
კობახიძე - ნაციონალ ფსევდოლიბერალებს ვუსურვებ, ყველაფერ ქართულში რუსულის ძებნას თავი დაანებონ და ჭეშმარიტებას ეზიარონ
ნაციონალ ფსევდოლიბერალებს და მათ ერთ-ერთ საყვარელ მწერალს ვუსურვებ, ყველაფერ ქართულში რუსულის ძებნას თავი დაანებონ, ფსევდოლიბერალიზმი განაგდონ და ჭეშმარიტებას ეზიარონ!- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოცოალურ ქსელში წერს. "ექსპრესნიუსი" კობახიძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "ფსევდოლიბერალი ნაციონალების ერთ-ერთმა საყვარელმა მწერალმა ქართულ შობას, რომელიც სამოქალაქო კალენდრით 7 იანვარს, იულიანური კალენდრით კი - 25 დეკემბერს აღინიშნება, რუსული შობა უწოდა. ამ კაცს საერთოდ არ გამოვეხმაურებოდი, ის საქართველოელი ფსევდოლიბერალის ტიპური გამოვლინება რომ არ იყოს. ფსევდოგანსწავლული ფსევდომწერლის და მისი ფსევდოლიბერალი თაყვანისმცემლების გასაგონად მინდა გავიხსენო, რომ ქრისტიანული სამყარო შობას იულიანური კალენდრით 325 წლიდან აღნიშნავს, როდესაც ისტორიას რუსეთი ჯერ კიდევ ჩაფიქრებულიც არ ჰქონდა. კათოლიკე პაპმა იულიანურისგან განსხვავებული კალენდარი მე-16 საუკუნის ბოლოს დააწესა და მართლმადიდებელი ეკლესიაც იულიანურ კალენდარზე ჯერ კიდევ მაშინ, ანუ იმ დროს დარჩა, როდესაც რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიას, ქართულისგან განსხვავებით, ჯერ ავტოკეფალიაც კი არ ჰქონდა მოპოვებული. ანუ მართლმადიდებლური შობა უწინ ქართულია თუ რუსული, ამაზე მკაფიო პასუხს მისი უდიდებულესობა ისტორია იძლევა, რომლისგანაც ფსევდოლიბერალური საზოგადოება, რომელიც ზემოხსენებულ მწერალს წაუკითხავი წიგნების გამო ეტრფის, აშკარად ძალიან შორსაა. ამ და სხვა ფსევდოლიბერალების მაგალითზე კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ შეზღუდული აზროვნების მქონე კაცის შეზღუდული განსწავლულობა უინტელექტო კაცის უსწავლელობაზე ბევრად უფრო საშიში მოვლენაა, რაც დანინგმა და კრუგერმა, თავის დროზე, სამეცნიერო კვლევებით დაამტკიცეს. ზემოხსენებულ მწერალს და სხვა ნაციონალ ფსევდოლიბერალებს მთელი სულითა და გულით ვუსურვებ, ყველაფერ ქართულში რუსულის ძებნას თავი დაანებონ, ფსევდოლიბერალიზმი განაგდონ და ჭეშმარიტებას ეზიარონ! ყველა ქართველ მართლმადიდებელ ქრისტიანს კი, კიდევ ერთხელ გილოცავთ შობის დღესასწაულს!"- წერს კობახიძე "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.
კომპანიებმა დაიწყეს საოჯახო კალათის ფარგლებში პროდუქტების იდენტიფიცირება - რითეილ ასოციაცია
გუდვილი ასევე დეილის, სპარს, კალათას, მაგნიტს, გვირილას და იოლს მაღაზიათა ქსელი შექმნიან პირველადი მოხმარების პროდუქტების კალათას, რომელზედაც მინიმალური სავაჭრო მარჟა დაწესდება
ელენე ხოშტარია - ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)