20:05 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-08 10:10:12, 689 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სამინისტრო 2026 წელს გაეროს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმს უმასპინძლებს

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო 2026 წელს გაეროს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმს უმასპინძლებს.

გაეროს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმის საქართველოში ჩატარების შესაძლებლობა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძისა და გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის შეხვედრაზე იქნა განხილული.

აღნიშნულის თაობაზე დასტური გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური წერილით აცნობა. 

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ლი ჯუნჰუა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო ადმინისტრირების მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

"მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის საჯარო ადმინისტრირების, როგორც მდგრადი განვითარების ეფექტური ხელშემწყობი მექნიზმის, გაძლიერებისთვის და მოუთმენლად ველით საქართველოს მთავრობასთან მუშაობას 2026 წლის ფორუმის მოსამზადებლად", – აღნიშნულია წერილში.

რატი ბრეგაძე გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ლი ჯუნჰუას, ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, 2023 წლის დეკემბერში შეხვდა.

იუსტიციის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწრაფი, ეფექტური და მომხმარებელზე მორგებული სახელმწიფო სერვისები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და მთავრობის სავიზიტო ბარათია; მასზე ხელმისაწვდომობას კი, უწყება გამუდმებით აუმჯობესებს, მათ შორის, ციფრული და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის გზით. 

გაეროს საჯარო სერვისების ფორუმში ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნის 800-დან 1 000-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს, მათ შორის, სამთავრობო ლიდერები, წამყვანი პოლიტიკოსები და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები. ფორუმის ფარგლებში მონაწილეები საჯარო სერვისების მიმართულებით თანამედროვე გამოწვევებზე, ინოვაციურ პრაქტიკებსა და სტრატეგიული განვითარების შესაძლებლობებზე მსჯელობენ.

ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კომპანიებმა დაიწყეს საოჯახო კალათის ფარგლებში პროდუქტების იდენტიფიცირება - რითეილ ასოციაცია
გუდვილი ასევე დეილის, სპარს, კალათას, მაგნიტს, გვირილას და იოლს მაღაზიათა ქსელი შექმნიან პირველადი მოხმარების პროდუქტების კალათას, რომელზედაც მინიმალური სავაჭრო მარჟა დაწესდება
ელენე ხოშტარია - ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics