22:36 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-06 17:58:30, 1467 ნახვა

მსოფლიო
ირანის ქალაქ ქერმანში ტერორისტების აფეთქების შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 91-მდე გაიზარდა

ირანის ქალაქ ქერმანში თვითმკვლელი ტერორისტების აფეთქების შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 91-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ქერმანის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქერმანის საავადმყოფოებში ამ დროისთვის აფეთქებების შედეგად დაშავებული 103 ადამიანი იმყოფება, 11 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

საერთო ჯამში აფეთქებების შედეგად ქერმანში 277 ადამიანი დაშავდა.

ცნობისთვის, ირანის ქალაქ ქერმანში აფეთქებები 3 იანვარს მოხდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics