|
2024-01-05 16:41:51, 1021 ნახვა
მსოფლიო
იბრაჰიმ რაისი - ღაზას სექტორში ომი ისრაელის განადგურებას გამოიწვევს
ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის განცხადებით, ღაზას სექტორში ომი ისრაელის განადგურებას გამოიწვევს. როგორც რაისი ამბობს, "ჰამასის" მიერ გამოცხადებული "ალ-აკსას წარღვნის" შედეგად "სიონისტური რეჟიმი" დასრულდება. "ჩვენი მტრები ხედავენ ირანის ძალას. მთელმა მსოფლიომ იცის მისი ძალა და შესაძლებლობები. ჩვენი ძალები გადაწყვეტენ მოქმედების ადგილსა და დროს. ჩვენ ვიცით, რომ როგორც კი ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა“ დასრულდება, ღმერთის დახმარებით, ეს იქნება სიონისტური რეჟიმის დასასრული",- თქვა რაისმა ირანში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა დაკრძალვაზე. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი საჰაერო და სახმელეთო იერიში წამოიწყო, რა დროსაც ებრაული დასახლებები დაიკავა, ასობით ადამიანი დახოცა და ათობით მძევალი აიყვანა. „ჰამასმა“ ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის „ალ-აკსას წარღვნა“ დაწყების შესახებ განაცხადა, რის საპასუხოდაც, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ოპერაცია, სახელწოდებით „რკინის ხმლები“ დაიწყო. 8 ოქტომბერს, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. 9 ოქტომბერს, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ღაზას სრული ბლოკირების ბრძანება გასცა, რასაც სექტორის გარშემო ბარიერის აღდგენა, აღნიშნულ ტერიტორიაზე დამატებით 300 000 რეზერვისტის გაგზავნა, მოგვიანებით კი, ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში სახმელეთო ოპერაციის დაწყება მოჰყვა. არაერთი სახელმწიფოს მონაწილეობით გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, ნოემბრის ბოლოს, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც ტერორისტული დაჯგუფების მიერ ღაზას სექტორში გატაცებული მძევლებისა და ისრაელის მიერ პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების რამდენიმე რაუნდი შედგა. 1-ელ დეკემბერს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ღაზაში საბრძოლო მოქმედებები განახლდა, რის შემდეგაც ისრაელის არმიამ სახმელეთო ოპერაცია გააფართოვა და ბრძოლები სექტორის სამხრეთ ნაწილშიც წამოიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)