|
2024-01-05 09:06:36, 889 ნახვა
მსოფლიო
ირანში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო
ირანის სამხრეთ ნაწილში მომხდარ 2 აფეთქებაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" (ISIS) აიღო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. შემთხვევა 2 დღის წინ, ქალაქ კერმანში იმ დროს მოხდა, როდესაც ირანის ელიტური დანაყოფის "ყუდსის ძალების" ყოფილი მეთაურის, ყასემ სოლეიმანის საფლავთან ახლოს, მისი მკვლელობის მეოთხე წლისთავზე მსვლელობა იმართებოდა. ISIS-ის მიერ მართულმა მედიამ აფეთქებებიდან 24 საათის შემდეგ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა, რომლებიც ძმები იყვნენ, ასაფეთქებელი ქამრები 20 წუთის შუალედით აამოქმედა. ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ მეორე, უფრო მომაკვდინებელი აფეთქება მაშინ მოხდა, როცა მოქალაქეები პირველი აფეთქების შედეგად დაჭრილების დახმარებას ცდილობდნენ. ქვეყანამ მომხდარის გამო გლოვა გამოაცხადა, პრეზიდენტმა, იბრაჰიმ რაისმა კი, თურქეთში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. ვიდრე პასუხისმგებლობას "ისლამური სახელმწიფო" აიღებდა, ირანის პრეზიდენტმა მომხდარში ისრაელი დაადანაშაულა და თქვა, რომ ის "მძიმე ფასს" გადაიხდის. ისრაელის სამხედროებმა პასუხად განაცხადეს, "ამ საკითხზე კომენტარი არ აქვთ". ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 80-ს აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ მსხვერპლთა და დაშავებულთა შესახებ ირანი და ISIS-ი განსხვავებულ მონაცემებს ავრცელებენ. ცნობისთვის, ირანის ელიტური დანაყოფის "ყუდსის ძალების" ყოფილი მეთაური და ქვეყნის ერთ-ერთი გავლენიანი ადამიანი ყასემ სოლეიმანი 2020 წლის 3 იანვარს მოკლეს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)