14:00 - 09 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-29 15:37:18, 1000 ნახვა

ომი უკრაინაში
ზალუჟნი - რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე თავდასხმისთვის 150-ზე მეტი დრონი და რაკეტა გამოიყენეს

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე თავდასხმისთვის 150-ზე მეტი დრონი და რაკეტა გამოიყენეს, - აღნიშნულის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ Telegram-ზე დაწერა.

ზალუჟნის თქმით, უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 27 დრონი და 87 ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს.

„წინასწარი შედეგების მიხედვით, მტერმა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენა 158 საჰაერო თავდასხმის საშუალება: სხვადასხვა ტიპის რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები. საჰაერო ძალებმა და საშუალებებმა, უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებთან თანამშრომლობით, Shahed-136/131-ის ტიპის 27 დრონი და Х-101/Х-555/Х-55-ის ტიპის 87 ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს“, - წერს ზალუჟნი.

შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო იერიში მიიტანეს.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს თქმით, ოკუპანტებმა ცეცხლი კიევის რამდენიმე ოლქს გაუხსნეს. თავდასხმების შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 15 ადამიანი, ხოლო 75 დაშავდა. გარდა ამისა, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, მანქანები და საწყობები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საია: მარეგულირებელი აქტის გარეშე ჭავლში ქიმიური ნივთიერების შერევა ექსპერიმენტული იარაღია
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 1200-ზე მეტი მასწავლებელი წარადგინეს - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ზელენსკი: ევროკავშირის 3 ქვეყანა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერებას შეუწყობს ხელს
კობახიძე: ჩინეთთან ყოველისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე გადავდივართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics