|
2023-12-29 09:37:23, 806 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სამი წელი უამრავი სირთულით, დაბრკოლებით იყო სავსე, თუმცა ყველა ეტაპზე მოვახერხეთ წარმატების მიღწვა
ჩვენ გამოვიარეთ რთული სამი წელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. უამრავი სირთულით, დაბრკოლებით იყო სავსე ეს სამი წელი, თუმცა საბოლოო ჯამში, ყველა ეტაპზე და ყველა მიმართულებით მოვახერხეთ წარმატების მიღწვა, საბოლოო კულმინაცია იყო კანდიდატის სტატუსის მიღება, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადი,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE” -ში განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, "ეს განაცხადი ნიშნავს იმას, რომ მყარად ვადგავართ ევროინტეგრაციის გზას". "ეს იყო წლის კულმინაცია და არა მარტო წლის. ჩვენ გამოვიარეთ რთული სამი წელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. უამრავი სირთულით, დაბრკოლებით იყო სავსე ეს სამი წელი, თუმცა საბოლოო ჯამში, ყველა ეტაპზე და ყველა მიმართულებით მოვახერხეთ წარმატების მიღწვა. თავიდან მოვახერხეთ ქვეყნის დამშვიდება, ამ ე.წ. პოლიტიკური კრიზისის დაძლევა, პოლიტიკური ვითარების დასტაბილურება, მოვახერხეთ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა ამ სამი წლის განმავლობაში და საბოლოო კულმინაცია იყო კანდიდატის სტატუსის მიღება, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადი. ეს განაცხადი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მყარად ვადგავართ ევროინტეგრაციის გზას. ეს არის დაწყებული გზის გაგძელება. ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩვენ გვქონდა ყველა ხელშესახები მიღწევა, ეს იყო ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ვიზალიბერალიზაცია და რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ამ კუთხით იყო კანდიდატის სტატუსის მიღება. ეს იყო ხალხის გამარჯვება, ხალხმა გამოავლინა უპრეცედენტო სიბრძნე, გამოცდილება, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა ამ წარმატების მიღწევის შესაძლებლობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)