20:11 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-28 16:52:18, 540 ნახვა

საზოგადოება
ლილოს მიუსაფარ პირთა თავშესაფარში საშობაო გამოფენა გაიმართა

დედაქალაქის მერიის ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში“ მიუსაფარ პირთა ნამუშევრების საშობაო გამოფენა გაიმართა, სადაც 400-მდე ნახატი და ნაკეთობა იყო წარმოდგენილი. ბენეფიციარებმა საკუთარი ხელით შექმნილი ნამუშევრები გამოფინეს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, მიუსაფარი პირები, თავშესაფრის ხელმძღვანელობის ინიციატივით, სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების დახმარებით, სწავლობენ და ავითარებენ უნარებს ხატვის, ძერწვის, ქსოვის, ქარგვისა და სხვა მიმართულებით.

"აღნიშნული ღონისძიებების მიზანი მიუსაფარ პირთა მიმართ ზრუნვა და მათი შესაძლებლობების განვითარებაა, რათა შემდგომში დასაქმება შეძლონ. 

თავშესაფრის ხელმძღვანელობამ ღონისძიების დასასრულს მობინადრეებს, ტრადიციულად, საახალწლო ნობათები გადასცა.

დღეისთვის ლილოს მიუსაფარ პირთა მუნიციპალურ თავსესაფარში 123 მობინადრე ირიცხება. ისინი თავშესაფრში ორჯერადი კვებით, პირველადი სამედიცინო მომსახურებითა და სხვა საჭირო პირველადი მოხმარების ნივთებით არიან უზრუნველყოფილი",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 120-ზე მეტმა მასწავლებელმა შეავსო განაცხადი - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ოცნების პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს 6 თვით აკრედიტაცია შეუწყვიტა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics