20:13 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-28 13:23:25, 574 ნახვა

საზოგადოება
უქმე დღეებთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებას ავრცელებს

უქმე დღეებთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებას ავრცელებს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებას „ექსპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 25 დეკემბრის N500 დადგენილების და შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის გათვალისწინებით, 2024 წლის 3 იანვრიდან  5 იანვრის ჩათვლით დღეებში გაფორმების ეკონომიკური ზონები, საბაჟო გამშვები პუნქტები, ასევე გაფორმების განყოფილებები და საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ  საქმიანობას.

სამუშაო დროს გაწეული მომსახურებისთვის, საქართველოს მთავრობის N96 დადგენილებით განსაზღვრული ტარიფების გაორმაგება არ მოხდება.

2024 წლის 3 იანვრიდან 5 იანვრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს მასშტაბით არ იმუშავებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრები.

გთხოვთ, აღნიშნული გაითვალისწინოთ სერვისებით (მ.შ. ელექტრონული სერვისებით) სარგებლობისას.

ამასთან, 2024 წლის 3 იანვრიდან 5 იანვრის ჩათვლით, სასურველი ინფორმაციის მისაღებად, 09:00 საათიდან - 18:00 საათამდე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის სერვისით “RS ჩათი“, დაუკავშირდეთ საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრს 2 299 299 ან გამოიყენოთ ელექტრონული ფოსტა info@rs.ge“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 120-ზე მეტმა მასწავლებელმა შეავსო განაცხადი - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ოცნების პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს 6 თვით აკრედიტაცია შეუწყვიტა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics