|
2023-12-27 17:56:11, 2369 ნახვა
სამართალი
ნათია მერებაშვილი - 2023 წლის 9 თვის მონაცემებით, ოჯახურ დანაშაულზე პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელმა 91% შეადგინა
საქართველოს პროკურატურისთვის ქალთა მიმართ გენდერული ძალადობა და ოჯახური დანაშაული ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. 2023 წლის 9 თვის მონაცემებით, სისხლისსამართლებრივი დევნა 4 031 პირის მიმართ დაიწყო, ხოლო ოჯახურ დანაშაულზე პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელმა 91% შეადგინა,- ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნათია მერებაშვილმა საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2023 წლის 9 თვის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. „2018 -2023 წლებში საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნა სტაბილურად მაღალია და 90%-დან 94%-მდე მერყეობს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახურ დანაშაულზე აღკვეთის ღონისძიების სახით მოთხოვნილი პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობებიდან 2023 წლის 9 თვეში სასამართლომ 55% დააკმაყოფილა“,- აღნიშნა ნათია მერებაშვილმა. მერებაშვილმა ანგარიშის წარდგენისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს პროკურატურის მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივაზე, რაც გულისხმობს ქალთა მიმართ ძალადობის ან ოჯახური დანაშაულის ჩამდენი ბრალდებულების მიმართ არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად, ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენებას. ნათია მერებაშვილმა ანგარიშის წარდგენისას ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს პროკურატურა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის, ოჯახში ძალადობისა და ფემიციდის საქმეებში გენდერული დისკრიმინაციის მოტივის გამოკვეთას. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)