00:40 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-27 17:22:35, 485 ნახვა

საზოგადოება
აბულაძე - „ქურდული სამყაროს“ საქმეებზე დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ სისხლის სამართლის პოლიტიკა უმკაცრესია

საქართველოს პროკურატურისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას ორგანიზებული დანაშაულის  ერთ-ერთი გავრცელებული ფორმის "ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. 2023 წლის 9 თვის მონაცემებით "ქურდული სამყაროს“ საქმეებზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 48 პირის მიმართ, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი 57 პირის მიმართ დადგა, - აღნიშნულის შესახებ გენერალური პროკურორის პირველმა  მოადგილემ, ბაკურ აბულაძემ საქართველოს პროკურატურის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ბაკურ აბულაძის განცხადებით სისხლის სამართლის პოლიტიკა „ქურდული სამყაროს“ საქმეებზე დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ  უმკაცრესია.

ანგარიშის წარდგენისას გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ აღნიშნული დანაშაულის შედეგად მიღებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დანაშაულის შედეგად მიღებული ქონებების მიდევნების და ჩამორთმევის მიმართულებითაც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

ანგარიშის წარდგენისას ბაკურ აბულაძემ აღნიშნა, რომ  ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეები არსებითად განსახილველად იგზავნება სასამართლოში და საქართველოს პროკურატურა აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტს მხოლოდ განსაკუთრებული თანამშრომლობის და მამხილებელი ჩვენების მიცემისას გამონაკლის შემთხვევებში იყენებს.

ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics