22:36 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-26 13:02:11, 613 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში იმყოფებოდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში იმყოფებოდა. მინისტრს აკადემიის რექტორმა, ზურაბ ზუბადალაშვილმა უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვახტანგ გომელაური აკადემიაში სასწავლო პროცესს გაეცნო, მსმენელებს გაესაუბრა და მათ წარმატებები უსურვა.

"შინაგან საქმეთა მინისტრმა აკადემიის ინფრასტრუქტურა, საგამოცდო და სიმულაციური სწავლების სივრცეები, იმიტირებული სასაზღვრო გამშვები პუნქტი და ვირტუალური ტირი დაათვალიერა. ასევე, განახლებული საცურაო აუზი, სპორტული დარბაზი და სასადილო მოინახულა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა აკადემიის რექტორისგან სამომავლო გეგმებისა და განსახორციელებელი პროექტების შესახებ მიიღო ინფორმაცია",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics