22:32 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-26 12:12:14, 669 ნახვა

საზოგადოება
ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში იმოძრავებს

ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში იმოძრავებს.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, როგორც მეტროპოლიტენი, ისე ავტობუსები და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს 1-ელი იანვრის 03:00 საათამდე მოემსახურება. 

„31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო ღონისძიებას გეგმავს. მინდა, ტრანსპორტთან დაკავშირებით მოგაწოდოთ ინფორმაცია: მეტროპოლიტენის მომსახურება 31 დეკემბრის 00:00 საათიდან გახანგრძლივდება პირველი იანვრის 03:00 საათამდე; ავტობუსებით მგზავრთა მომსახურება გახანგრძლივდება 31 დეკემბრის 23:00 საათიდან 2024 წლის პირველი იანვრის 03:00 საათამდე; რიყე-ნარიყალას საბაგირო გზით მგზავრთა მომსახურება 31 დეკემბრის 22:00 საათიდან გახანგრძლივდება 2024 წლის პირველი იანვრის 03:00 საათამდე“,- განაცხადა კახა კალაძემ.  

რაც შეეხება შობის ღამეს, დედაქალაქის მერის თქმით, მეტროპოლიტენით მგზავრთა მომსახურება 6 იანვრის 00:00 საათიდან გახანგრძლივდება 7 იანვრის 03:00 საათამდე და მგზავრთა მომსახურება უფასო იქნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics