03:46 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-24 12:21:15, 591 ნახვა

საზოგადოება
მე-4 ქვეითმა ბრიგადამ სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

პროექტის - „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 ქვეით ბრიგადას საჯარო სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ. ღონისძიებაში ჩართულები იყვნენ იმ სკოლების წარმომადგენლები, რომელთა სასწავლო პროგრამაშია საგანი - „სამხედრო საქმე“. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თეორიული სწავლების პარალელურად, მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ ადგილზე გაცნობოდნენ ვაზიანის სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურას, ტექნიკასა და შეიარაღებას, ასევე ჯარისკაცების საცხოვრებელ და სამუშაო პირობებს.

"სამხედრო მოსამსახურეები სტუმრებს ქვედანაყოფის ისტორიისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპული გმირების შესახებაც ესაუბრნენ. მოგვიანებით, მოზარდებმა ბრიგადის სასადილოში „ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს. 

„სამხედრო საქმე“ ქვეყნის მაღალმთიანი რეგიონების 18 სკოლაში 2022-2023 სასწავლო წლიდან ისწავლება. საგნის მიმართ გაზრდილი ინტერესის გამო, მიმდინარე სასწავლო წელს პროექტმა უფრო მასშტაბური სახე მიიღო. საპილოტე პროგრამა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ასევე თავდაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ძალისხმევით დაინერგა.

საქართველოს სამხედრო ბაზებზე სტუდენტებისა და მოსწავლეების ვიზიტები რეგულარულად ხორციელდება. მსგავსი ღონისძიებები ახალგაზრდა თაობაში ჯარის პოპულარიზაციასა და ინსტიტუციის მიმართ ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს",- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics