|
2023-12-22 15:13:30, 664 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე გრიგორიადისის შესაძლო შეწყალებაზე - ეს იქნება მტკიცებულება, რომ პრეზიდენტი „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დღის წესრიგს მიჰყვება
სალომე ზურაბიშვილმა ისეთი რაღაცეები აკეთა ბოლო პერიოდის განმავლობაში, რომ მისგან არავის არაფერი აღარ გაუკვირდება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისის შესაძლო შეწყალებაზე საუბრისას განაცხადა. კობახიძის თქმით, თუ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს "ეს იქნება მორიგი მტკიცებულება იმისა, რომ ის პირდაპირ მიჰყვება "კოლექტიური ნაცმოძრაობის" დღის წესრიგს". "რაც შეეხება შეწყალებას [ლაზარე გრიგორიადისის], სალომე ზურაბიშვილმა ისეთი რაღაცეები აკეთა ბოლო პერიოდის განმავლობაში, რომ მისგან არავის არაფერი აღარ გაუკვირდება. ის არის ჩვეულებრივად "რადიკალური ოპოზიციის", "კოლექტიური ნაცმოძრაობის" ერთი შემადგენელი ნაწილი, შესაბამისად ნებისმიერი ნაბიჯი შეიძლება მან გადადგას. თუ ამას გააკეთებს, ეს იქნება კიდევ ერთი და მორიგი მტკიცებულება იმისა, რომ პირდაპირ მიჰყვება "კოლექტიური ნაცმოძრაობის" დღის წესრიგს", - განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, "უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. 31 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 1-ელ მაისს, სასამართლომ გრიგორიადისი პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ ლაზარე გრიგორიადისის 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 21 წლის ახალგაზრდას პოლიციელზე თავდასხმასა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლაზარე გრიგორიადისმა მიმდინარე წლის 7, 8, 9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. ასევე, მან ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს. აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით წარიმართა. 22 ნოემბერს, 7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მხარდაჭერით, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავების თაობაზე განცხადებით მიმართეს.
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)