|
2023-12-22 13:27:16, 564 ნახვა
საზოგადოება
დიდუბის გამგეობის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა
დიდუბის რაიონის გამგეობის 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, რაიონის გამგებელმა, ვლადიმერ ძნელაძემ საზოგადოებას მიმდინარე წელს განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო. "2023 წელს რაიონში ასფალტის საფარი 59 მისამართზე დაიგო, საგზაო ინფრასტრუქტურა 46 309 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების მიმართულებით, სანიაღვრე ქსელი 12 მისამართზე გაკეთდა. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 18 სკვერს, მათ შორის, ახმეტელის ქუჩაზე ხუთი სკვერის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა, ხოლო მცირე სარემონტო სამუშაოები 25 მისამართზე შესრულდა. ტერიტორიების კეთილმოწყობის ფარგლებში, ასევე, ძაღლების სასეირნო და სავარჯიშო სივრცეები 3 მისამართზე გაკეთდა, ხოლო 12 მისამართზე 128 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა. დიდუბის გამგეობამ მიმდინარე წელს 15 სპორტულ მოედანს ჩაუტარა სრული რეაბილიტაცია, შშმ პირებისთვის კი 3 ლიფტი-პანდუსი დამონტაჟდა. ამასთან, საგაზაფხულო და საშემოდგომო რგვების პერიოდში, მნიშვნელოვანი გამწვანების ღონისძიებები ჩატარდა. დაირგო 4 150 ძირი ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-მცენარე. რაც შეეხება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამას“, მიმდინარე წელს 110 პროექტი განხორციელდა, მათ შორის, 57 ამორტიზებულ ლიფტს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, შეიცვალა 34 კორპუსის დაზიანებული სახურავი, მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია 30 მისამართზე განხორციელდა, სადარბაზოს სარემონტო სამუშაოები, კარების შეცვლა და კიბეების აღდგენა 32 მისამართზე გაკეთდა. გარდა ამისა, თამარ მეფის გამზირის N20-ში ხანძრის შედეგად დაზიანებული სახლის აღდგენის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. გარდა ინფრასტრუქტურული პროექტებისა, გამგეობამ მოსახლეობას სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი სოციალური დახმარება გაუწია, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 896 400 ლარი დაიხარჯა. ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით, ასევე მოეწყო 11 კულტურული და სპორტული ღონისძიება. მიმდინარე წლის განმავლობაში გამგეობის მიერ განხორციელებული საბიუჯეტო პროგრამებისა და პროექტებისთვის ჯამში, 19 276 602 ლარი დაიხარჯა. დიდუბის რაიონის გამგეობის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, პარლამენტის წევრი ირმა ზავრადაშვილი, დედაქალაქის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჩხარტიშვილი და რაიონების გამგებლები",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)