02:06 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-21 16:40:22, 821 ნახვა

მსოფლიო
პოლონეთის პრეზიდენტი ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებლებთან დაკავშირებულ მოვლენებს ანარქიას უწოდებს

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებლებთან დაკავშირებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

როგორც პოლონეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, ახალი პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის მთვარობამ კონსტიტუცია დაარღვია, რადგან "მოულოდნელი ქმედებებით საპარლამენტო პროცედურები გამოტოვეს".

„ეს უკანონოა, ანარქიაა“, - განაცხადა ანჯეი დუდამ.

ცნობისთვის, პოლონეთის კულტურის სამინისტრომ პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის, რადიოს და საინფორმაციო სააგენტოს PAP-ის ხელმძღვანელობის დათხოვნის შესახებ განაცხადა.

ამასთან, გაითიშა 24-საათიანი საინფორმაციო არხი TVP INFO, რომელსაც პოლონეთის ახალი პრემიერ-მინისტრის, დონალ ტუსკის პარტია „სამოქალაქო პლატფორმა“ ყოფილი მმართველი პარტიის მხარდამჭერ პროპაგანდაში ადანაშაულებდა.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics