06:46 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-20 21:48:24, 728 ნახვა

საზოგადოება
კასპის მუნიციპალიტეტში ყოფილი გამგებლის, პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის დაბადების დღე აღინიშნა

სოფელ ზემო ხანდაკში ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის პირველი მეთაურის, კასპის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის, პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის დაბადების დღე აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები, ყოფილი თანამებრძოლები და საზოგადოების წარმომადგენლები სოფელში ტარიელის  სახელობის სკვერში შეიკრიბნენ. 

"სკვერში მდებარე პოლკოვნიკის ბიუსტი გვირგვინით შეამკეს,  მის ხსოვნას პატივი მიაგეს და ბრძოლის ეპიზოდები გაიხსენეს.

ტარიელ შარიფაშვილი 1993 წლის 25 სექტემბერს, სოხუმის დაცვისას გმირულად დაიღუპა ბრძოლის ველზე.

ტარიელ შარიფაშვილს  63 წელი შეუსრულდებოდა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics