2023-12-19 17:10:21, 998 ნახვა
სამართალი
შსს-ს თანამშრომლების მიერ არასრულწლოვნების მიმართ უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო - საგამოძიებო
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2023 წლის 19 დეკემბერს, ქუთაისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს.
"სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სწრაფი, ეფექტიანი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ატარებს",- აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,