09:55 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-18 11:11:11, 499 ნახვა

საზოგადოება
ბურჭულაძე - გვექნება ადგილობრივი წარმოების შაშხანები და დრონები, რომელიც უკვე იწარმოება საქართველოში

გვექნება ადგილობრივი წარმოების შაშხანები და დრონები, რომელიც უკვე იწარმოება საქართველოში, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სამხედრო მრეწველობის განვითარების კუთხით არსებულ სიახლეებზე საუბრისას განაცხადა.

ბურჭულაძის თქმით, თავდაცვის ძალებმა საქართველოში წარმოებული უპილოტო საშუალებების სატესტო გამოცდა წარმატებით განახორციელა.

“ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტულია ადგილობრივი წარმოება. თანამედროვე ბრძოლებში დრონები ძალიან მნიშვნელოვანი გახდა და უკრაინამ ეს კარგად დაგვანახა. უპილოტო საფრენ აპარატებთან დაკავშირებით, ჩვენ ომამდე უკვე გვქონდა მოლაპარაკება ძალიან წარმატებულ პოლონურ კომპანიასთან და დავაფუძნეთ ერთობლივი საწარმო „დელტაში“. მიუხედავად იმ სირთულისა, რაც ხდება დღეს შეიარაღების ბაზარზე, ზოგადად, არსებითად შეცვლილია ომის შემდეგ შეიარაღების ბაზარი, იცით თქვენ რამხელა მოთხოვნაა, ფაქტიურად რამოდენიმე წელი უნდა ელოდო, რომ მიიღო რაიმე შეიარაღება. ჩვენ ომამდე ეს პროცესი უკვე დაწყებული გვქონდა და ამან ძალიან დაგვაწინაურა შესყიდვებში და ასევე, წარმოების მიმართულებით“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტროს ასევე შაშხანების პროექტიც აქვს.

„გვაქვს ძალიან ამბიციური შაშხანების პროექტი. ჩვენ, ზოგადად, ნატოს სტანდარტზე უფრო მეტი სიმკაცრით მოვითხოვეთ წარმოების სტანდარტები. შესაბამისად, ამ მიზანს, რა თქმა უნდა, მივაღწევთ და გვექნება ადგილობრივი წარმოების შაშხანებიც და დრონები, როგორც აღვნიშნე უკვე იწარმოება საქართველოში”, - დასძინა თავდაცვის მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics