09:55 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-18 10:31:09, 656 ნახვა

საზოგადოება
დუშეთში ძლიერმა ქარმა ნაძვის ხე დააზიანა

დუშეთში ძლიერმა ქარმა ქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე დააზიანა. მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

მერიის ინფორმაციით, წუხელ გვიან ღამით ადგილზე იმყოფებოდნენ მერიის კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც შესაბამის ღონისძიებებს ატარებდნენ.

"სამწუხაროდ, უამინდობის გამო, საახალწლო ნაძვის ხე, რომელიც ქალაქის ცენტრში დგას, მნიშვნელოვნად დაზიანდა. ადგილზე სათანადო ღონისძიებები ტარდება. მიუხედავად ძლიერი ქარისა, ჩვენთან ერთად იმყოფებიან ყველა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოქალაქეები, რომლებიც მაქსიმალურად გვეხმარებიან, რისთვისაც მათ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი",- განაცხადა დუშეთის მერმა, მაცაცო ნარიმანიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics