2023-12-18 10:25:45, 1418 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - რუსეთის მიერ გაშვებული ხუთივე დრონი გავანადგურეთ
18 დეკემბრის ღამეს, რუსი ოკუპანტები უკრაინას Shahed-ის ტიპის 5 დრონით დაესხნენ თავს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
გენშტაბის ცნობით, რუსულმა ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთის პრიმორსკი-ახტარსკის ტერიტორიიდან გაუშვეს.
"18 დეკემბრის ღამეს, რუსი დამპყრობლები პრიმორსკი-ახტარსკის რეგიონიდან (რუსეთი) უკრაინას Shahed-ის ტიპის 5 დრონით დაესხნენ თავს.
უკრაინის საჰაერო ძალების და თავდაცვის ძალების მობილურმა ჯგუფებმა ყველა დრონი ჩამოაგდეს ნიკოლაივის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცას და ხმელნიცკის ოლქებში", - აღნიშნულია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,