06:36 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-14 16:07:37, 626 ნახვა

საზოგადოება
რატი ბრეგაძე ნიკოლ ჩალიკს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტებს და საქმიანობის სტანდარტებს აშშ-ის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიურო გაეცნო.

მინისტრი რატი ბრეგაძე  ბიუროს ევროპის ოფისის კურატორს, ნიკოლ ჩალიკს შეხვდა.

„იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტები იმგვარად არის განსაზღვრული, რომ უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებების დაცვა, სახელმწიფოს სამართლებრივი უსაფრთხოება და კანონის უზენაესობის დაცვა საერთაშორისო დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად", – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

ყურადღება გამახვილდა დემოკრატიული არჩევნების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ მომავალ წელს საქართველოში არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და ელექტრონული ხმის მიცემის წესით ჩატარდება, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დააკვირდებიან.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს წინაშე არსებული უსაფრთხოების საკითხები. ამ კონტექსტში იუსტიციის მინისტრმა ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მიერ მოგებულ საქმეებზე ისაუბრა.

აღინიშნა ევროსასამართლოს მიერ იურიდიულად დადგენილი ფაქტი, რომ საქართველოს ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩადენილი ადამიანის უფლებების ყველა დარღვევა შეერაცხება რუსეთს.

ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრების მნიშვნელობას და აღინიშნა ამ პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.

მინისტრმა ისაუბრა ქართულ პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხზე, რომელიც თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს ეფუძნება.

შეხვედრის დასასრულ, რატი ბრეგაძემ ამერიკულ მხარეს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი და აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი.

ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics