|
2023-12-14 13:15:20, 494 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს იუსტიციის მინისტრი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდა. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, რატი ბრეგაძემ და ჯეიმს ობრაიენმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა საქართველოში უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განმტკიცების მიმართულებებით. "მინისტრმა ამერიკულ მხარეს ინფორმაცია მიაწოდა პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმების შესახებ. საუბარი შეეხო, აგრეთვე, დეოკუპაციის პროცესის სამართლებრივ მხარდაჭერას და იუსტიციის სამინისტროს როლს ამ პროცესში. იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილება სახელმწიფოთაშორის საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი დოკუმენტია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის, რადგან სტრასბურგის სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს. მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესის მიმდინარეობა და 2024 წლის არჩევნების საკითხი. სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი, საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ზალკალიანი და ვაშინგტონში საქართველოს საელჩოს მრჩეველი სოფიო ვეკუა",- აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)