|
2023-12-14 12:56:40, 557 ნახვა
პოლიტიკა
ორბანი - საქართველოსთან დაკავშირებით საქმე არის ძალიან კარგად
საქართველოსთან დაკავშირებით ყველაფერი კარგადაა, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებისას განაცხადა. ორბანის თქმით, უკრაინამ 7-დან 3 პირობა არ შეასრულა, ამიტომ ეს არ არის საკმარისი გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დასაწყებად. "საქართველოსთან დაკავშირებით საქმე არის ძალიან კარგად. მორჩა. ყველას უყვარს საქართველო. გაფართოების პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული პროცესია. 7-დან 3 პირობა შესრულებული არ არის, ამიტომ ეს არ არის საკმარისი გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დასაწყებად. ეს პირობები უნგრეთის დაწესებული არ არის, ეს დააწესა ევროკომისიამ. თუ ისინი არ იქნება შესრულებული, გაწევრიანება არ მოხდება. მოლაპარაკებების დასაწყებად შანსი არ არსებობს", - განაცხადა ორბანმა. ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს 14-15 დეკემბერს დაგეგმილი ევროკავშირის ლიდერთა სამიტის წინ წერილით მიმართა. წერილში, რომელიც "რადიო თავისუფლებამ" მოიპოვა, აღნიშნულია, რომ ევროპის საბჭოს შეხვედრაზე, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი "უსაფუძვლოა - პოლიტიკური და ტექნიკური მომზადების დღეს არსებული დონის გათვალისწინებით". 4 დეკემბრით დათარიღებულ წერილში, ორბანი ასევე ახსენებს 2021-2027 წლების მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს გადახედვას და სთხოვს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, არ მოიწვიოს საბჭოს შეხვედრა ამ საკითხების გადასაწყვეტად. 5 დეკემბერს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტისთვის, შარლ მიშელისთვის გაგზავნილი წერილის გამო, შარლ მიშელმა ჩინეთში ვიზიტი შეწყვიტა და ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან დისკუსიის გასაგრძელებლად დაბრუნდა. 6 დეკემბერს, უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საწინააღმდეგო რეზოლუცია წარადგინა. აღნიშნულის შემდეგ, ვიქტორ ორბანმა გამოცემა Le Point-თან ინტერვიუში კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ "უკრაინა მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა". მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს შორის არგენტინის ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე მცირეხნიანი საუბარი შედგა. ზელენსკის განცხადებით, ვიქტორ ორბანს "გულწრფელად ესაუბრა", საუბარი კი "ევროპულ საქმეებს" ეხებოდა. აღნიშნულის, შემდეგ, ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა განაცხადა, რომ თუ უკრაინის შემთხვევაში ევროკავშირი პროგრესულ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ანალოგიურად საქართველო-მოლდოვას შემთხვევაშიც უნდა მოხდეს. ამასთან, გუშინ, 13 დეკემბერს ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს კანდიდატის სტატუსს და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას უკრაინის, მოლდოვასა და ბოსნია და ჰერცეგოვინისთვის. გარდა ამისა, ევროპარლამენტარებმა დაგმეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებები და აღნიშნეს, რომ ისინი ხელს უშლის ევროკავშირის გაფართოების პროცესს.
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)