|
2023-12-14 10:28:30, 573 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია რობინ დანიგანს შეხვდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, რობინ დანიგანს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მიმართულებით წარმატებული თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. მათივე ცნობით, ოთარ შამუგიამ მადლობა გადაუხადა ელჩს იმ მხარდაჭერისთვის, რასაც წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების და გარემოს დაცვის მიმართულებით ახორციელებს. „ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ გვაქვს რეალური პროგრესი როგორც სოფლის მეურნეობის, ისე გარემოც დაცვის კუთხით. ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების, განსაკუთრებით ევროკავშირის და აშშ-ის მხარდაჭერით, განვახორციელეთ რეფორმები, საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებები, რამაც მიგვიყვანა მნიშვნელოვან პოზიტიურ შედეგებამდე. ჩვენ ველოდებით ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, რის შემდეგაც, კიდევ უფრო აქტიურ მუშაობას დავიწყებთ როგორც რეფორმების, ისე საკანონმდებლო დაახლოების მიმართულებით. ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო გავაღრმაოთ ურთიერთობები აშშ-თან როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით, რაც ნამდვილად შეგვიწყობს ხელს განვითარების გზაზე“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს. მხარეებმა განიხილეს როგორც სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების, მათ შორის ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის, ბაზრების დივერსიფიკაციის და სასურსათო უსაფრთხოების, ასევე გარემოს დაცვის საკითხები. აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა წარმატება უსურვა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში და მზაობა გამოთქვა, მხარი დაუჭიროს სამინისტროს ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის მიზნით განსახორციელებელ სამუშაოებში. „შეხვედრაზე ვისაუბრეთ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობის გაზრდაზე, რაც ნიშნავს უფრო მეტ ქართულ პროდუქციას ამერიკაში და მეტი ამერიკული პროდუქციის შემოტანას საქართველოში. ჩვენ ასევე შევეხეთ იმ მხარდაჭერას, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაუწია ქართველ ფერმერებს, პროდუქციის უფრო ეფექტიან წარმოებაში, რაც საშუალებას აძლევს მათ, გაყიდონ თავისი პროდუქცია როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე საზღვარგარეთ უფრო მაღალი მოგების მარჟით. ჩვენ ნამდვილად გვაქვს მტკიცე თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის სექტორში და მზად ვართ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ”, - აღნიშნა რობინ დანიგანმა. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)