|
2023-12-13 21:44:13, 615 ნახვა
პოლიტიკა
ჰერჩინსკი - თქვენ ხმა საკმაოდ ნათლად და ხმამაღლა ისმის ბრიუსელში - იმედი მაქვს, ეს გასაგები იქნება EU-ის სახელმწიფოს 27-ვე დედაქალაქში
თქვენ ხმა ისმის საკმაოდ ნათლად და ხმამაღლა ბრიუსელში და იმედი მაქვს, რომ ეს ასევე გასაგები იქნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს 27-ვე დედაქალაქში, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ორბელიანების სასახლეში გამართულ მიღებაზე განაცხადა. ჰერჩინსკის თქმით, მისთვის დიდი პატივია კამპანიის "ჩვენი ხმა ევროპას" ფარგლებში ხელმოწერების მიღება და მისი ევროპული საბჭოს პრეზიდენტისთვის, შარლ მიშელისთვის გადაცემა. "მე მიხარია რომ თქვენ ყველანი იღებთ ამ ყველაფერში მონაწილეობას და მხარს უჭერთ საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. თქვენ ხმა ისმის საკმაოდ ნათლად და ხმამაღლა ბრიუსელში და იმედი მაქვს, რომ ეს ასევე გასაგები იქნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს 27-ვე დედაქალაქში. დღეს ამ ოთახში ფაქტობრივად ყველა ვიმყოფებით. ბევრმა კოლეგამ მეზობელი ქვეყნებიდან იმოგზაურეს, რათა აქ ჩამოსულიყვნენ. ზოგიერთი კოლეგა საკუთარი დედაქალაქიდანაც ჩამოვიდა, რათა ამ ღონისძიებაში მიეღოთ მონაწილეობა. ჩემთვის დიდი პატივი იქნება, რომ მივიღო ეს ხელმოწერები და ელექტრონულ ფორმატში შარლ მიშელს გადავუგზავნო", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)