|
2023-12-13 18:39:53, 458 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ისტორიაში დარჩება, ვის დროს, როგორ, რა შედეგი დაიდო
ხალხს შეიძლება ბევრი რამ უნდოდეს, მაგრამ შენ, მისმა ხელისუფალმა თუ არ გააკეთე შესაბამისი რეაგირება ხალხის ამ პოზიტიურ მოთხოვნაზე და მიზანსწრაფვაზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხს რაღაც უნდა, ამის გამო არავინ არაფერს მოგანიჭებს: არც ვიზალიბერალიზაციას გაგიკეთებენ და გენდობიან, არც ასოცირების ხელშეკრულებას გაგიფორმებენ, არც სტატუსს მოგცემენ, არც დადებით რეკომენდაციას გასცემდნენ. მხოლოდ სურვილი არ არის რაღაცის საფუძველი, გატარებული რეფორმები არის მთავარი საფუძველი, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, "საუბარი და რადიკალური ოპოზიციის აპელირება ხელისუფლების პრორუსულობაზე, საუბრად დარჩება, ხოლო ისტორიაში შევა კონკრეტული შედეგები, თუ რომელი ხელისუფლების დროს გაფორმდა ასოცირების შეთანხმება, ვიზალიბერალიზაცია, სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია და როდის მიენიჭება საქართველოს კანდიდატის სტატუსი". "მოდით, შედეგებით ვილაპარაკოთ. საუბარი საუბრად რჩება, ისტორიაში დარჩება, ვის დროს, როგორ, რა კონკრეტული შედეგები დაიდო: ვიზალიბერალიზაცია როდის მივიღეთ - როდის მერე გადაადგილდებიან საქართველოს მოქალაქეები ვიზის გარეშე, როდის მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, როდის გაიცა დადებითი რეკომენდაცია, როდის მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას ხელი და ა.შ. ეს არის კონკრეტული შედეგები, რომელიც იყო შეფასება და დაფასება ყოველი ეტაპის შემდეგ და ასე გაგრძელდება. ჩვენ აქეთ მივდივართ და მოსკოვის გავლით, ევროპაში ვერ შეხვალ, გამორიცხული ამბავია, ამათ კი იძახონ, "რუსები, რუსები", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)