06:09 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-13 18:32:54, 753 ნახვა

მსოფლიო
ლავროვი - რუსეთს არ სურდა დასავლეთის ქვეყნებთან ჩხუბი, მაგრამ ახლა ისინი ცდილობენ, მოსკოვის კავშირები დსთ-ს ქვეყნებთან გაანადგურონ

რუსეთს არ სურდა დასავლეთის ქვეყნებთან ჩხუბი, მაგრამ ახლა ისინი ცდილობენ, გაანადგურონ მოსკოვის კავშირები დსთ-ს ქვეყნებთან, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

ლავროვის თქმით, დასავლეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ანტირუსული ენერგია კონცენტრირებულია პოსტსაბჭოთა სივრცეში და აღნიშნავს, რომ დასავლური სახელმწიფოების წარმომადგენლები „დარბიან მთელ მსოფლიოში“ და აშინებენ ქვეყნებს რუსეთთან ურთიერთობის გამო.

„ჩვენ გვესმის, რომ მათ არ უნდათ დასავლეთის ქვეყნებთან ჩხუბი, ჩვენ ასევე არ გვინდოდა ჩხუბი, მას ომი რომ არ დაეწყო ჩვენ წინააღმდეგ, მაგრამ ვხედავთ, რამდენად სერიოზულად ეკიდება დასავლეთი ჩვენი კავშირების განადგურების ამოცანას, რომელიც გვაერთიანებდა ათწლეულების განმავლობაში და საუკუნეების განმავლობაშიც კი“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics