01:09 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-13 17:10:35, 684 ნახვა

პოლიტიკა
მაჭარაშვილი - მომავალი არ აქვს ფრაზას „ზურაბიშვილის ფიქრები, პოლიტიკოსი ვიქნები“

მომავალი არ აქვს ფრაზას "ზურაბიშვილის ფიქრები, პოლიტიკოსი ვიქნები", - ამის შესახებ ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ვერ შედგა, როგორც პრეზიდენტი, ვერც როგორც ხალხის რჩეული და ევროპელი.

"მომავალი არ აქვს ფრაზას "ზურაბიშვილის ფიქრები, პოლიტიკოსი ვიქნები", როგორც პრეზიდენტი ვერ შედგა და დაარღვია კონსტიტუცია; ვერ შედგა, როგორც ხალხის რჩეული, აგინა საკუთარ საზოგადოებას; ვერ შედგა, როგორც ევროპელი იმიტომ, რომ შეეწინააღმდეგა ევროინტეგრაციას.

მცდელობები ჩვენ ვიცით და ვხედავთ, რომ იქნება, მათ შორის უცხოეთიდან. იმ უცხოური ძალების მხრიდან, რომლებმაც ვერ მოახერხეს ვერც "მეორე ფრონტი" და ვერც არეულობა ჩვენს ქვეყანაში, რომ ვთქვათ იქ ზურაბიშვილი, ლომჯარია, გახარია, "ლელო" რაღაცნაირად შეაკოწიწონ, მცდელობა იყო ამის და როგორმე "ნაცმოძრაობა" ორი შექმნან. შეიძლება, მელიაც მიამატონ, ამის მცდელობაც იქნება", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჩეხეთში ვიზიტის დროს "რადიო თავისუფლების“ პრაღის ოფისისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს.

შეკითხვას - თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა, მიიღებდა თუ არა რამე ფორმით საარჩევნო რბოლაში მონაწილეობას - სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა:

"თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, მე განვიხილავ ყველაფერს".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics