|
2023-12-13 15:00:17, 530 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ მხარდაჭერით რეგიონში ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური კონფერენცია GITI ჩატარდა
"თიბისის" მხარდაჭერით, 11-12 დეკემბერს საქართველოში კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა. კონფერენციის მიზანია, საქართველოში მნიშვნელოვანი IT პროექტები წარმოაჩინოს, რაშიც არა მხოლოდ ტექნოლოგიური სიახლეები იგულისხმება, არამედ რეალური ცვლილებების შესახებ საუბარია. მთლიანობაში, ღონისძიებამ გააერთიანა კონფერენცია, სადაც სხვადასხვა მიღწევებზე პრეზენტაციების მეშვეობით ისაუბრეს, საგამოფენო სივრცე, სადაც კომპანიები და ორგანიზაციებმა თავიანთი პროდუქტები, საინფორმაციო მასალები წარმოადგინეს — შესაბამისად, დამსწრე აუდიტორიას საშუალება მისცეს უფრო დეტალურად გაეგოთ ინოვაციების შესახებ. წელს "თიბისიმ" მსმენელებს კიდევ უფრო განსხვავებული გამოცდილების მიღების საშუალება მისცა. კონფერენციაზე საკუთარი გამოცდილება Thoughworks-ის წარმომადგენელმა გააზიარა. Thoughtworks-ი საერთაშორისო ტექნოლოგიური და საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ახალი ტექ გადაწყვეტებით ორგანიზაციებში ცვლის არსებულ ხედვებს, პროცესებს ტექ პროდუქტის შექმნისას და ამკვიდრებს ისეთ სტანდარტებს, რომელიც მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილების მომტანია. „თიბისი" როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ტექ კომუნის დიდი მხარდამჭერია, რიგი ციფრული ტრანსფორმაციების ფონზე კი, ღონისძიების მთავარი საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ამავდროულად, წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების გასაზიარებლადაც მზად ვართ — გვსურს, კომპანიებს მაქსიმალურად მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენი ცოდნა სათავისოდ გამოიყენონ",- აცხადებს ეკა სანაძე, "თიბისის" გამოწერის ბიზნესის მიმართულების კაპიტანი. GITI კონფერენცია ICT და IT ინოვაციების სფეროში რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე პირველი ღონისძიებაა, რომელსაც ტრადიციულად 20-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება. "თიბისისთვის", როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, პრიორიტეტად რჩება მომხმარებელი, რის გამოც კომპანია ტექნოლოგიურ პროგრესსა და მუდმივი ცვლილებებით ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებაზეა ორიენტირებული. სწორედ ამიტომ, "თიბისისთვის" მნიშვნელოვანია ისეთი ღონისძიებების მხარდაჭერა, სადაც საერთაშორისო მოთამაშეებთან თანამშრომლობის უნიკალური გამოცდილება მომხმარებელს ყოველდღიურ პროცესებს გაუმარტივებს.
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)