|
2023-12-12 14:25:10, 574 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია დუბაიში გამართულ მინისტრების მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში - დუბაიში, გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP 28) ფარგლებში გამართულ გარემოს დაცვის მინისტრების მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე, რომელიც უკრაინის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების მინისტრის რუსლან სტრილეცის მოწვევით გაიმართა, მოლდოვას, გაერთიანებული სამეფოს, ლიეტუვას, ჩეხეთის, კანადის, ესტონეთის, ფინეთის, ბულგარეთის, საბერძნეთის, მონტენეგროს, რუმინეთის მინისტრები და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირები ესწრებოდნენ. როგორც ოთარ შამუგიამ განაცხადა, ღონისძიება აერთიანებს ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ საერთო ვალდებულებები გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების კუთხით არსებული გამოწვევების გადაწყვეტის სფეროში. „ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი მნიშვნელოვანი გარდატეხის შეტანა არსებულ მოცემულობაში და გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირება. საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინშია. ჩვენ გავაგრძელებთ იმ ამბიციური გეგმების შესრულებას, რაც უკავშირდება ევროინტეგრაციის პროცესს და ევროპული ოჯახის სრულუფლებიან წევრობისკენ სვლას”, - განაცხადა შამუგიამ. შეხვედრაზე უკრაინამ გარემოსდაცვითი დეკლარაციის პროექტი წარადგინა. „დეკლარაცია სამართლიანად უსვამს ხაზს, რომ ომით გამოწვეული გარემოსდაცვითი ზიანი ძირს უთხრის გლობალურ ძალისხმევას კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისთვის და ტოქსიკური ნივთიერებების ემისიების შემცირებისთვის”, - დასძინა შამუგიამ. აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილების კონფერენცია (COP 28) კლიმატის ცვლილების საკითხებში არსებული მრავალმხრივი გადაწყვეტილებების მიმღები პლატფორმაა. დუბაიში მიმდინარე კონფერენციაში მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის 100 000-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა. კონფერენციის ფარგლებში, სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა, მათ შორის, ლიდერთა სამიტი, მინისტერიალები, ორმხრივი შეხვედრები და მოლაპარაკებები.
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)