06:30 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-12 11:01:59, 805 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ევროპაში თავდაცვის ცენტრი უნდა შეიქმნას

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამხედრო-სამრეწველო კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე, რომელსაც BAE Systems-ის ლიდერები და ამერიკული კონცერნი Boeing-ი, Northrop Grumman-ი, Lockheed Martin-ი, General Dynamics-ი და სხვა კომპანიები ესწრებოდნენ, უკრაინის მთავრობის მეთაურმა ისაუბრა თავდაცვის კერის შექმნის იდეაზე ევროპაში, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე განთავსდება.

"ჩვენ მზად ვართ, სწრაფად დავიწყოთ ამის გაკეთება, რადგან სხვა გზა არ გვაქვს სისტემის შესაცვლელად - ომში ვართ",- თქვა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინა მზად არის და აწარმოებს უფრო მეტ საბრძოლო მასალას და სამხედრო აღჭურვილობას, მაგრამ მას სჭირდება ძლიერი დასავლური კომპანიების დახმარება, რომლებთანაც ჭურვების, არტილერიის, საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და სარაკეტო სისტემების ერთობლივ წარმოებას შეძლებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics