|
2023-12-12 10:23:50, 549 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია დუბაიში გერმანელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია დუბაიში, გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP 28) ფარგლებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გარემოს, ბუნების დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და მომხმარებელთა დაცვის მინისტრს შტეფი ლემკეს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე ოთარ შამუგიამ დეტალურად ისაუბრა გარემოს დაცვის კუთხით საქართველოში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე და მინისტრს მადლობა გადაუხადა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერისთვის. როგორც ოთარ შამუგიამ შეხვედრაზე აღნიშნა, ევროკომისიის მიერ 8 ნოემბერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის გაცემა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. საქართველომ 2023 წელს ევროინტეგრაციის მიმართულებით უმნიშვნელოვანეს წარმატებას მიაღწია. „მიმდინარე წელს გარემოსდაცვითი მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, მიღებულია წყლის რესურსების და სამრეწველო ემისიებით ვაჭრობის კანონი; ასევე, სულ მალე განვიხილავთ ბიომრავალფეროვნების დაცვის კანონს”, - განაცხადა შამუგიამ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობითვე, შეხვედრაზე ხაზი გაესვა დაცული ტერიტორიების გაფართოებისა და სწორი მართვის გეგმის შემუშავების, ასევე, ეკოტურიზმის განვითარების, თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობის მნიშვნელობას, რაც თვისობრივად ხელს უწყობს როგორც ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, ასევე ვიზიტორების მოზიდვას. „შტეფი ლემკემ ოთარ შამუგიას მხარდაჭერა აღუთქვა როგორც ევროინტეგრაციის გზაზე, ასევე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხორციელების პროცესში. ოთარ შამუგიამ, საქართველოს უნიკალური ბუნების გასაცნობად, გერმანელი კოლეგა საქართველოში მოიწვია. აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილების კონფერენცია (COP 28) კლიმატის ცვლილების საკითხებში არსებული მრავალმხრივი გადაწყვეტილებების მიმღები პლატფორმაა. დუბაიში მიმდინარე კონფერენციაში მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის 100 000-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა. კონფერენციის ფარგლებში, სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა, მათ შორის, ლიდერთა სამიტი, მინისტერიალები, ორმხრივი შეხვედრები და მოლაპარაკებები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)