|
2023-12-11 14:17:02, 745 ნახვა
პოლიტიკა
NDI - პრეზიდენტის საქმიანობას კარგად 16%, ხოლო პარლამენტისას 13% აფასებს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, უმრავლესობა პრეზიდენტის საქმიანობას საშუალოდ ან კარგად აფასებს. კვლევის თანახმად, პრეზიდენტის საქმიანობის შეფასება მსგავსია სხვადასხვა ჯგუფს შორის, თუმცა სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას კაცები უფრო კრიტიკულად აფასებენ, ვიდრე ქალები. შეკითხვაზე: გთხოვთ, მითხრათ, როგორ შეაფასებდით პრეზიდენტის საქმიანობას? პასუხები ასე განაწილდა:
კვლევის მიხედვითვე, უმრავლესობა პარლამენტის საქმიანობას საშუალოდ ან კარგად აფასებს. კვლევის თანახმად, თბილისელები, ახალგაზრდები, კაცები, ოპოზიციის მხარდამჭერები პარლამენტს შედარებით უფრო კრიტიკულად აფასებენ. ამასთან, ოპოზიციის თითქმის ნახევარი და გადაუწყვეტელთა უმრავლესობა პარლამენტის საქმიანობას კარგად ან საშუალოდ აფასებს. შეკითხვაზე: გთხოვთ, მითხრათ, როგორ შეაფასებდით პარლამენტის საქმიანობას? პასუხები ასე განაწილდა:
ცნობისთვის, NDI-ის ინფორმაციით, აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)