|
2023-12-10 16:46:20, 951 ნახვა
პოლიტიკა
სუს-ი - საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი, მისი უკანონოდ დაკავების მცდელობა - არა
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი, თუმცა არ დაადასტურეს ხსენებული პირის უკანონოდ დაკავების მცდელობა,- საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს. სუს-ის ცნობით, ოკუპირებულ გალში მომხდარ ინციდენტზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვება მიმდინარეობს. "გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით მომქედი "ცხელი ხაზი“. იქიდან გამომდინარე, რომ პროცესები ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში, ანუ ოკუპირებულ ქალაქ გალში განვითარდა, მიმდინარეობს დამატებითი ინფორმაციის მოპოვების პროცესი“,- აცხადებენ სუს-ში. ცნობისთვის, ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქეს, თემურ კარბაიას საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მილიციის თანამშრომლები ფიზიურად გაუსწორდნენ, რის შედეგადაც, ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)