|
2023-12-10 15:29:12, 930 ნახვა
პოლიტიკა
ჯაფარიძე - რასაც განათლების სამინისტრო აკეთებს, ყოველგვარ ზღვარს არის გადასული
დღეს, რასაც განათლების სამინისტრო აკეთებს, უკვე ყოველგვარ ზღვარს არის გადასული,- ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა. ჯაფარიძის თქმით, სკოლების სრული პოლიტიზება მიმდინარეობს. „ჩვენ ვნახეთ, ხელისუფლება როგორ დევნიდა პოლიტიკური ნიშნით მასწავლებლებს, მაგრამ დღეს, რასაც განათლების სამინისტრო აკეთებს, უკვე ყოველგვარ ზღვარს არის გადასული. ჩვენ ვხედავთ, როგორ ახდენს სკოლების სრულ პოლიტიზებას, სახელისუფლებო კონტროლს; როგორ დევნიან მასწავლებლებს და დირექტორების კანდიდატებს განსხვავებული, ჯანსაღი, კრიტიკული პოზიციის გამო. მე გუშინ შევხვდი ათობით მასწავლებელს, მოვისმინე მათი წუხილი, მათი პრობლემები და მოვისმინე, თუ როგორ დევნის და როგორ ზღუდავს ყოველ ფეხის ნაბიჯზე მათ სისტემა. ჩვენ ფიზიკურად ვერაფერს ვიზამთ ასე, ვერ ვასწავლით მომავალ თაობას თავისუფლებას, თუ არ დავიცავით ამ ადამიანების სიტყვის თავისუფლება; თუ არ უზრუნველყავით ის, რომ სკოლაში მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ თავისუფლად თავიანთი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა. ახლაც და მომავალშიც ვიდგები მათ გვერდით, ვიბრძოლებ ბოლომდე; ვიბრძოლებთ ბოლომდე თითოეული მათგანის დასაცავად; ვიბრძოლებ ბოლომდე თქვენი სიტყვის თავისუფლებისთვის. დიახ, მე ვიდგები ამ ადამიანების გვერდით, ამ უდიდესი კომპეტენციის მქონე მასწავლებლების გვერდით, რომლებიც ისჯებიან იმისთვის, რომ მათ სურთ ევროპა; რომლებიც ისჯებიან იმისთვის, რომ მათ არ უნდათ რუსეთი",- თქვა ჯაფარიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)