|
2023-12-10 14:24:30, 867 ნახვა
პოლიტიკა
ბესო გაზდელიანის განცხადებით, ენმ-ი თბილისის რაიონული ორგანიზაციების წევრების უმრავლესობამ დატოვა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თბილისის რაიონული ორგანიზაციების წევრების უმრავლესობამ დატოვა. ამის შესახებ ბესო გაზდელიანმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. გაზდელიანმა პარტიის დატოვების გადაწყვეტილებას "ძალიან მძიმე გადაწყვეტილება" უწოდა და აღნიშნა, რომ გააგრძელებენ "ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას". "მოგმართავთ ახალ მენეჯმენტს - რა არის თქვენთვის ეს პარტია? შეიძლება, ეს არის მექანიზმი პარლამენტში მოხვედრის, ამბიციების დაკმაყოფილების, მაგრამ ჩვენთვის ეს არის პოლიტიკური ოჯახი, სადაც მოვედით ღირებულებებით და იდეალებით დამუხტულები, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს ჩვენს თავს მანდ ვეღარ ვხედავთ. გვიწევს ძალიან მძიმე გადაწყვეტილების მიღება - ვტოვებთ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", ვდგამთ ნაბიჯს წინ, მომავალში იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის",- განაცხადა გაზდელიანმა. შეგახსენებთ, 4 დეკემბერს, პარტია, "ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის წევრებმა - გიორგი კირთაძემ, მირდატ ქამადაძემ და ბათუმის საკრებულოში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" 7 დეპუტატმა დატოვა. 5 დეკემბერს, იგივე გადაწყვეტილება ენმ-დან ზუგდიდისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების საკრებულოების ფრაქციების წევრების ნაწილმა, 6 დეკემბერს, ხობის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ 10-მა წევრმა, ხოლო 7 დეკემბერს, კასპის რაიონული ორგანიზაციის უმრავლესობამ და საკრებულოში ფრაქციის 6-მა წევრმაც მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)