|
2023-12-08 19:57:09, 589 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - მელიას პერსპექტივები ქართულ პოლიტიკაში დიდი არ არის - მას შეუძლია „ნაცმოძრაობას“ დაახლოებით 1% წაართვას
ნიკა მელია არ გადიოდა „ნაცმოძრაობიდან“ სანამ არ გარიცხეს და ამის მერე თქვა, რომ გავიდა პარტიიდან. ეს თავიდან ბოლომდე მეტყველებს მის არათანმიმდევრულობაზე, აქამდე თავმოყვარე კაცი უნდა გასულიყო „ნაცმოძრაობიდან“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ნიკა მელიას პერსპექტივები ქართულ პოლიტიკაში დიდი არ არის, თუმცა მას შეუძლია დაახლოებით 1% წაართვას „ნაცმოძრაობას“, რაც დადებითად აისახება არჩევნების შედეგებზე. „ამ უმძიმეს პოლიტიკურ პარტიას ვერ ელეოდა ამდენი ხნის განმავლობაში, ინარჩუნებდა იმედს, რომ მოახერხებდა ნაცმოძრაობაში პოზიციების აღდგენას. ახლა უკვე გარიცხულზე გასვლას რა თქმა უნდა არავითარი ფასი არ აქვს. მთლიანობაში მელიას პერსპექტივები ქართულ პოლიტიკაში მაინცდამაინც დიდი არ არის, თუმცა კარგი ის არის, რომ მას შეუძლია დაახლოებით 1% წაართვას „ნაცმოძრაობას“. შესაბამისად ეს ყველაფერი ბუნებრივია დადებითად აისახება არჩევნების შედეგებზე.“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)