23:30 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-08 19:04:52, 564 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია ორი წლის მანძილზე აკეთებდა ყველაფერს, რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი

თითქმის ორი წლის მანძილზე, ოპოზიცია აკეთებდა ყველაფერს იმისათვის, რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. ისინი როგორც ჩანს, კვლავ ებღაუჭებიან გარკვეულ იმედს, რომ სხვანაირი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ერთ კვირაში, თუმცა, ვფიქრობ, საბოლოო ჯამში ევროპული საბჭო წელს მიიღებს სამართლიან, სწორ გადაწყვეტილებას და ქვეყანას მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, "ევროპული საბჭოს დადებითი გადაწყვეტილებით დაიმსხვრევა ოპოზიციის გზავნილები იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველი გუნდი კანდიდატის სტატუსის მისაღებად საკმარისად არ მუშაობს".

"ამით იმსხვრევა ოპოზიციის მესიჯები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ არ ვაკეთებდით საკმარისს კანდიდატის სტატუსის მისაღებად. სინამდვილეში, ყველამ იცის, რომ 12 პუნქტის შესრულების კუთხით, ზოგადად, ჩვენი პოლიტიკის განხორციელების თვალსაზრისით, ყველაფერი კეთდებოდა იმისათვის, რომ ქვეყანას დამსახურებულად, ღირსეულად მიეღო კანდიდატის სტატუსი. მათ ჰქონდათ ორ წლიანი ე.წ. ნარატივი, რომელიც მიმართული იყო კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, თუმცა, საბოლოო ჯამში, მათი ძალისხმევა აღმოჩნდა წარუმატებელი, რაც ძალიან კარგია. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ერთ კვირაში მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics