|
2023-12-08 13:48:52, 639 ნახვა
პოლიტიკა
ფავლენიშვილი მელიაზე - ეს გადაწყვეტილება ნაკარნახევი იყო არა სწორი პოლიტიკური გათვლით, არამედ პირადი ბრაზით და ამბიციით
ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც ნაკარნახევი იყო არა სწორი პოლიტიკური გათვლით, არამედ პირადი ბრაზით და ამბიციით,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა პარტიის ყოფილ თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან დაკავშირებით განაცხადა. ფავლენიშვილის თქმით, ენმ-ი კონკურენტად არ განიხილავს პარტიას, რომლის დაფუძნებასაც მელია აპირებს. "პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ფაქტობრივად, ცხრა თვეა ამას ვამბობთ, რომ ეს ადამიანი და მისი გარემოცვა ტოვებს პარტიას, თუმცა მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ის, რომ ეს იყო არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც ნაკარნახევი იყო არა სწორი პოლიტიკური გათვლით, არამედ პირადი ბრაზით და ამბიციით, თუმცა ივანიშვილთან ბრძოლაში აბსოლუტურად ყველას ვუსურვებთ ჩვენ წარმატებას და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენი დღის წესრიგი, ჩვენი პარტია, რომლის დღის წესრიგში ბატონი ნიკა უკვე არ განიხილება უკვე თვეებია თავისივე გადაწყვეტილების გამო. მიუხედავად მიხეილ სააკაშვილის მოწოდებებისა, ნიკა მელია და მისი საარჩევნო შტაბის წევრები და მისი გარემოცვა ბოიკოტს უცხადებდნენ სხვადასხვა ფორმით პარტიას, ამიტომ, მათი მხრიდან გასაგები იქნება გადაწყვეტილების მიღება, თუმცა იმავეს ვიმეორებ - "ნაციონალური მოძრაობის“ კარი არის ყველასთვის ღია და ყველას შეუძლია დადგეს თავის პირად ამბიციაზე მაღლა. თვეებია, ეს შედეგი არის დამდგარი, უბრალოდ გუშინ მოხდა ამის გაფორმება. რაც შეეხება ნიკა მელიას მხრიდან ახალი პარტიის დაფუძნებას, ჩვენ არ განვიხილავთ კონკურენტებად, პირიქით, ჩვენი მთავარი ბრძოლა არის ივანიშვილის წინააღმდეგ და მივესალმებით ყველას, ვინც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იბრძოლებს",- თქვა ფავლენიშვილმა. შეგახსენებთ, გუშინ, 7 დეკემბერს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის დატოვების შესახებ განაცხადა. მელიას თქმით, ახალ პარტიას აფუძნებს.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)