00:25 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-08 12:27:53, 604 ნახვა

პოლიტიკა
გახარია - არ ვთვლი, რომ დღეს პრეზიდენტმა სააკაშვილი უნდა შეიწყალოს

სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობა და სიცოცხლის უფლება, მაგრამ მე არ ვთვლი, რომ დღეს პრეზიდენტმა ის უნდა შეიწყალოს, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტ თეონა გეგელიასთან ინტერვიუში განაცხადა.

გახარიას თქმით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალება, მას მისცემს უფლებას, რომ საარჩევნო კამპანია სასამართლო დარბაზიდან აწარმოოს.

"არ ვყოფილვარ ბილბორდზე, მაშინ ბილბორდზე ვინ იქნებოდა, მთელი კონკურსი იყო. საქართველოს პრეზიდენტი, ქვეყანაში ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტია, რომელიც არ არის დაქვემდებარებული პარტიულ ხაზს. ვთვლი, რომ მისი პოზიცია არის ჯანსაღი პოზიცია. ნებისმიერი ქვეყნისთვის პრეზიდენტის პატიმრობა ყოველთვის რეპუტაციული პრობლემაა ნებისმიერ ქვეყანაში, მაგრამ რეპუტაციული პრობლემაა, როდესაც პრეზიდენტი მოქალაქეობას იცვლის და სხვა ქვეყანაში პოლიტიკურ კარიერას აგრძელებს; რეპუტაციული პრობლემაა, როდესაც ამ პრეზიდენტის პოლიტიკური პარტია ამბობს, რომ გამოუშვით ან ვერ მიიღებთ ევროპულ პერსპექტივას. რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლის უფლება, მაგრამ მე არ ვთვლი, რომ დღეს პრეზიდენტმა ის უნდა შეიწყალოს. მიშა სააკაშვილს აძლევენ უფლებას, ფაქტობრივად, საარჩევნო კამპანია აწარმოოს სასამართლო დარბაზიდან", - განაცხადა გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics